თოფი

თოფი

Wednesday, December 5, 2012


1.პროექტის სახელწოდება:ტაბუდაადებული იარაღი.
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: იარაღის დანახვა სხვა კუთხით,მის ესთეტიკურ მხარეზე ყურადღების მიქცევა, რიტორიკული შეკითხვა: რაში გამოვიყენოთ იარაღი?
3. პროექტის აქტუალობა: მოზარდების მძაფრი დაინტერესება იარაღის მიმართ.
4.პროექტის მიზნები:შეძლონ მოსწავლეებმა თავად დაინახონ იარაღთან დაკავშირებული პრობლემა, მოახერხონ კვლევა ძიება იარაღის ისტორიული და ესთეტიკური მხარისა,თავიანთ კვლევებზე დაყრდნობით განიმტკიცონ ათი მცნებიდან  "არა კაც კლას" ჭეშმარიტება.
5.მონაწილეთა ასაკი: 14-15-16 წელი
6. ვადები ხანგრძლივობა:4-5თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოკვლეული მასალების პრეზენტაცია, ექვსკურსია თბილისის სასტენდო სროლის ტერიტორიაზე და  ჩატარება მინი შეჯიბრისა.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფანქარი, კალამი, ფურცელი, ვიდეო და ფოტო გადამღები, ვაზნა, თოფი საილუსტრაციოდ.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 

ა) გონებრივი იერიში: რაში გვჭირდება იარაღი?  როგორი მოკრძალებით ეპყრობოდნენ ჩვენი წინაპრები საომარ აღჭურვილობას?  რა ისტორიული განვითარება პოვა იარაღმა? რა ესთეთიკური ღირებულებები ახასიათებს იარაღს?
ბ) მინი ლექცია: "ცეცხლსასროლი იარაღი და თანამედროვე ადამიანი"

გ) მოსწავლეების დაყოფა ჯგუფებად. 
და ჯგუფებს შორის გადანაწილება თემებისა: I ჯგუფი: კვლევა ისტორიული თვალსაზრისით,II ჯგუფი: კვლევა სტატისტიკური მონაცემებისა, თუ რამდენი უბედური შემთხვევა მოხდა დაუდევრობის შედეგად,III ჯგუფი: ინფორმაციის მოძიება ცნობილი იარაღის ბრენდებზე, მაგ "ჯეიმს პერდე", "ბერეტა" და ა.შ და მათი გრავიურების უნიკალურობის შესახებ,IV ჯგუფი: ნადირობაზე ინფორმაციის მოძიება,  ეკოლოგიასთან კავშირის დადგენა და ა.შ.
 დ) პრეზენტაცია ჯგუფების მიერ მოძიებული მასალის.
 ე)  წასვლა სასროლეთზე, შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენებთან. სპორტის ოსტატების დახმარებით მინი შეჯიბრის მოწყობა სროლაში.
ვ) შეჯამება პროექტისა, დისკუსია.
10.საგნებთან,(საგნობრივ ჯგუფებთან)ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, სპორტი
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):მაკა ნებიერიძე
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:maka. nebo@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი/:makanebieridze.blogspot.com